Log in

Register
Main Page
 
Rustavi 
Site menu
News topics
Movies [25]
ფილმები
SoFt [5]
პროგრამები
Dgis gogo [0]
dgis gogo
iumor [0]
haker [0]
Mobile [4]
მობილურებისათვის
Music [7]
მუსიკები
SeRials [2]
სერიალები
Our survey
Ra DavaMaTot SaiTs?
Total votes: 832
Main » 2007 » October » 7 » Sulxan sabas biografia
Sulxan sabas biografia
8:35 AM
                                                                 
                                                                       
                                                               
  „მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“. - ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს მისი თანამედროვენი.

ორბელიანთა გვარი ბარათაშვილების საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოება იყო. მათი სამკვირდო ქვემო ქართლში მდებარეობდა. სწორედ აქ, ქართლში, სოფელ ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა.

სულხანის მამა ქართლის მეფესთან - ვახტანგ V დაახლოებული პირი იყო, დედა კი - კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მოთავის - ზაალ არაგვის ერისთავის ასული. მამიდა ვახტანგ მეფეს ჰყავდა ცოლად, ამიტომ სულხანი პატარაობიდანვე სამეფო კარზე იზრდებოდა თავის მამიდაშვილებთან - არჩილთან, გიორგისთან და ლევანთან. ისინი დიდი მეგობრები იყვნენ. სულხანი არჩილს ბიბლიური ტექსტების თავმოყრასა და მოწესრიგებაში ეხმარებოდა, ლევანთან პოეზიის სიყვარული აკავშირებდა, ხოლო გიორგი, რომელიც გიორგი XI სახელით მეფობდა ქართლში, თითქმის სულიერ მოძღვრად მიაჩნდა. სწორედ გიორგიმ შთააგონა 20-25 წლის სულხანს ქართული ლექსიკონის შედგენა.

სულხან-საბამ ბრწყინვალე განათლება მიიღო, როგორც საერო, ისე - სასულიერო. განსწავლულობით გამორჩეულს მოგვიანებით უფლისწულ ვახტანგ ლევანის ძის (შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ VI) აღზრდა დაავალეს.

სულხან-საბა ახალზგაზრდობაშივე ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში და გიორგი XI მხარდამხარ იბრძოდა ირანელთაგან ქართლის გასათავისუფლებლად. ამ დროს მოხდა დიდი აჯანყება ქართლში, მაგრამ ქართველები დამარცხდნენ. მეფობიდან გათავისუფლებული გიორგი იმერეთში გადაიხვეწა, დევნა არც სულხან-საბას ასცდა, რის გამოც იგი ჯერ იმერეთში, შემდეგ კი სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წელს დავით გარეჯის მონასტერში სულხანი ბერად აღიკვეცა და საბა ეწოდა, სწორედ ამ დროიდან მოიხსენიება იგი სულხან-საბად.

ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება იყო. ვახტანგ VI ირანის შაჰმა ქართლში გამეფების სანაცვლოდ გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგმა სულხან-საბა საიდუმლო დავალებით ევროპაში გაგზავნა იმ იმედით, რომ იქნებ ევროპა მაჰმადიანთა უღელქვეშ ტანჯულ საქართველოს დახმარებოდა, ტახტზე ქრისტიანი უფლისწული დაესვათ.

სულხან-საბამ უცხოეთში რამოდენიმე წელიწადი დაჰყო. მრავალგზის ეახლა საფრანგეთის მეფეს პარიზში, მაშინ იქ ლუი მეთოთხმეტე მეფობდა. არაერთხელ შეხვდა რომის პაპს კლიმენტი მეთერთმეტეს. ევროპაში სულხან-საბამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი განათლებით, სიდარბაისლითა და ქცევა-პასუხით, მჭევრმეტყველებითა და დიპლომატიური ნიჭით. მაგრამ იმ დროისათვის ევროპას უზარმაზარ და უძლიერეს ირანთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურდა და სულხან-საბაც უშედეგოდ დაბრუნდა საქართველოში.

ქართლში ამ დროს უკვე ვახტანგ VI მეფობდა, რომელსაც საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი რუსეთთან კავშირი. მან სულხან-საბა რუსეთში გაგზავნა, რათა რუსთ ხელმწიფესთან ვახტანგის შეხვედრა შეემზადებინა. მაგრამ მრავალჭირგადახდილ მოღვაწეს აღარ დასცალდა. 1725 წელს იგი გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვის მახლობლად ვსეხსვიატსკოეს ტაძარში.

სულხან-საბა ორბელიანი გამორჩეული იყო არა მარტო პოლიტიკაში, არამედ მწერლობაშიც. მან უდიდესი ამაგი დასდო ქართულ ლიტერატურას, პირველმა შეადგინა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი „სიტყვის კონა“, ქართულ ლიტერატურაში სწორედ მან დაამკვიდრა მემუარულ-სამოგზაურო ჟანრი თხზულებით „მოგზაურობა ევროპაში“.

იმ ხანად, ქართველები ყიზილბაშებისაგან მრავალ უზნეობას სწავლობდნენ, ხალხი გადაგვარების გზას ადგა. ამიტომ უპირველესი ამოცანა ამ უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რაც ქართული ეროვნული სულის, ტრადიციებისა და ენის დაცვაში გამოიხატებოდა, ერს მაღალი სულიერება უნდა შეენარჩუნებინა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სულხან-საბას შესანიშნავი ნაწარმოები „სიბრძნე-სიცრუისა“, რომელშიც შედის იგავ-არაკები ზნეობაზე, სიკეთეზე, მეგობრობაზე, ღალატზე, უგუნურებასა და სხვა ყურადსაღებ საკითხებზე. სულხან-საბა კიდევ მრავალი ნაშორმის ავტორია. მისი დამუშავებულია ბიბლიის ტექსტი, რომელიც „მცხეთური ხელნაწერების“ სახელწოდებით დაიბეჭდა.

საინტერესოა სულხან-საბას ცხოვრების ერთი მონაკვეთი, რომელიც მის „გაკათოლიკებას“ ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქმედება იძულებით გაღებული ხარკი იყო საქართველოს გადასარჩენად, ვახტანგ VI ტყვეობიდან დასახსნელად და მაჰმადიანური ზეგავლენისაგან თავის დასაღწევად. „დასაღუპავად განწირული ქართველები ამ საფარის ქვეშ თავიდან იცილებდნენ გასომხებასა და გათათრებას, ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე კი იბრუნებდნენ მართლმადიდებლის სახელს“ (მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე).

სულხან-საბასთვისაც იძულებითი გაკათოლიკება მხოლოდ დროებითი პოლიტიკური ნიღაბი იყო. მართლაც, ევროპიდან დაბრუნებული მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. „მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ და მრავალი ავი მომინდომეს“, - წერს იგი თავის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“. სულხან-საბა რომ მართლმადიდებლად აღესრულა, ამას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთში იგი მართლმადიდებლურ ტაძარში დაკრძალეს.

სულხან-საბას ცხოვრების გზას საქართველოს სიყვარული წარმართავდა. ამ სიყვარულმა ააღებინა ხელში კალამი, ამ სიყვარულის გამო გაემართა ევროპისაკენ, ამავე სიყვარულმა შემოსა ბერის სამოსით... იგი იყო მწიგნობარი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მჭევრმეტყველი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ელჩი, მოგზაური. კითხულობ ამ ჩამონათვალს და გიკვირს - ნუთუ ერთ ადამიანს შეეძლო მოეცვა ყოველივე ეს ერთ არსებაში? დასტურს ჩვენამდე მოღწეული ეს ორიოდე პწკარი გვაძლევს:

Views: 8298 | Added by: Fanx | Rating: 4.1/51 |
Total comments: 431 2 3 4 5 »
43 salita  
0
dzalian momewona magram me jer 4 klasshi var da mgoni amis swavla gamirtuldeba

42 salita  
0
me dzalian momewona magram me jer 4 klasshi var da wota swavla gamirtuldeba.......

41 juli  
0
me dalian momwons sulxan saba orbeliani da gverdic ddaan momwons

40 irakli  
0
au magari biografiaa maa ra iswavlis amdens :D:D:D:D:D:D:D:D aLL ::::

39 PeToViCh  
0
aseti adamianebis biografiebs bumbula dzma sul unda vkitxulobdet ar gicnob magram mainc

38 PeToViCh  
0
ai sulxan saba mwerali iyoo... dzalian miyvarda da saqartvelos usurveb rom aseti poetebi bevri hyavdes

37 GeeeeeoooooooRggggggggg  
0
Auuuuu Raaaaa PaaaaaaTaaaaaaaRaaaaaaaaa aaaaaaaaaaa

36 28tamuna  
0
dalian kargi da srulkopili biografiaa.kvelam taikitxos raa!

35 eleniko  
0
dzalian kargi biograpiaa )) samtuxaroa rom degvadeli bavshvebi aset xalxs rom ivitkebs

34 megushaaaaa  
0
kargia me momwons kargi biograpiaaaaaa me vpikrob rom baushvebma ase ar unda moixsenon aseti didi da bumberazi adamiani magram zogi ar pikrobs amaze

1-10 11-20 21-30 31-40 41-43
Name *:
Email *:
Code *:
Login form
News calendar
«  October 2007  »
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
Search
Site friends
 

Реальный сайт с реальными загрузками
</A
Сектор газа-| Видео | Музыка | Обои | Рассказы и т.д...
Cайт сериала Prison Break
 
Gou.Ge Top Sites List

 </A
Rap Music DownloaD
 Развлекатель
 Фильмы Игры Музыка
</a
Танцевальна я Жизнь Украины
Zakat-Chechen-sait

 

 

 

 

 

 

 

Copyright MyCorp © 2024
Website builderuCoz